პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„კიევში შემთხვევით შევხვდით, მამამისისგან ვიცოდი რომ იქ იყო, იბრძოდა! ლომივით ბიჭი იყო, ჯანიანი, როხროხა – ნაღდი ქართველი მეომარი!
სხვანაირი, ლეგენდარული აჩიკო ხოფერიას შვილი ვერ იქნებოდა! რუსებს ამ ბიჭის სისხლზეც უნდა ვაგებინოთ პასუხი! დიდება შენს სახელს ძმაო ჯაბა! დიდება გმირებს!“ – წერს ალეკო ელისაშვილი.
ამავე თემაზე: