LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომბარდები იხურება: „რეგულაციებმა ლომბარდების ბაზარი გააფუჭა“

176
48381974-271749756848535-8231277777374937088-n

ბოლო ორი წლის განმავლობაში ამოქმედებულმა რეგულაციებმა, ლომბარდების ბაზარი „გააფუჭა“, – ამის შესახებ სესხის გამცემ სუბიექტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, სოფო კალანდაძე საუბრობს. მან სექტორში არსებულ პრობლემებზე „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა და თქვა, რომ არსებულმა რეგულაციებმა უკმაყოფილება გამოიწვია მომხმარებლებშიც.

„2021 წელი რეგულაციებიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. ძალიან ბევრი რამ დაევალათ სესხის გამცემ სუბიექტებს, ბევრი პროგრამული ცვლილებაც დასჭირდათ. შედარებით დიდი კომპანიები ამ ყველაფერს გაუძლებენ, პატარების ნაწილი კი – ვერ. არარეგულირებად სამყაროში გადადიან. ბაზარი შედარებით გაფუჭებულია. იმდენად გართულდა პროცესი, როდესაც კლიენტს ყველაფერს ეკითხები და მილიონ რაღაცას სთხოვ, იმას ურჩევნია ისევ ბანკში მივიდეს. მცირე ბიზნესისთვის არაკონკურენტუნარიანი გარემოა. ვერ ვხედავ გამოსწორების გზას. მცირე კომპანიები ნელ-ნელა დაიხურებიან და კლიენტების ძირითადი წილი მსხვილ კომპანიებზე მოვა“, – განაცხადა კალანდაძემ „ბიზნესპარტნიორთან“.

შეგახსენებთ, ბოლო წლებში, ლომბარდებისთვის რამდენიმე ახალი რეგულაცია ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები