LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოკდაუნის დროს ბავშვებს სწავლაში ჩამორჩენა დაეწყოთ და სოციალური უნარ–ჩვევებიც კი დაავიწდათ – ,,ბიბისი”

72
-115332866-walking

პანდემიის გამო ბავშვებს სწავლაში ჩამორჩენა დაეწყოთ, თუმცა რაც ყველაზე ცუდია ზოგიერთს სოციალური უნარ–ჩვევებიც კი დაავიწდა – ნათქვამია ახალ კვლევაში.

ბრიტანული სასწავლო ცენტრის Ofsted–ის დასკვნაში წერია, რომ მცირეწლოვანმა  ბავშვებმა განვითარებაში სერიოზული რეგრესია განიცადეს და ზოგიერთს ისიც კი დაავიწყდა თუ როგორ უნდა დანის ან ჩანგლის გამოყენება.

შედარებით უფროს ბავშვებს ნებისყოფა აღარ ყოფნით, რომ დრო კითხვას დაუთმონ.

განათლების დეპარტამენტის აზრით, შექმნილი ვითარება იმაზე მიუთითებს, რომ სკოლებმა ფუნქციონირება არა ონლაინ, არამედ ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძონ.

განსხვავებული გამოცდილება

ექსპერტებმა გადაწყვიტეს დაედგინათ, თუ რა გავლენა მოახდინა Covid-19–მა  ბავშვებზე, ამიტომ 900–ზე მეტ სკოლას ესტუმრნენ. შედეგად კი აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა შემთხვევაში გამოცდილებაც განსხვაებულია.

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად მათ სამი ჯგუფი გამოყეს:

1. ყველაზე მეტად დაზარალებულთა ჯგუფი. მცირეწლოვან ბავშვებს სკოლის გაცდენამ სიტყვები და ციფრები დაავიწყა. ზოგიერთს მარტივი უნარ–ჩვევებიც კი გადაავიწყდა, მაგალითად ისეთი როგორიცაა დანის თუ ჩანგლის გამოყენება.

2. ბავშვების ნაწილს დისტანციურმა სწავლებამ სწავლის უნარები დაუქვეითა. უმრავლესობას მთელი დღის გატარება სახლში უწევდა, რამაც ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო.

3. არიან ისეთი ბავშვებიც, ვისთვისაც ლოკდაუნს გარკვეული პოზიტიური შედეგები ქონდა. ესენი არიან მოზარდები – ვისაც მშობლების ყურადღება აკლდათ და კარანტინის დამსახურებით ოჯახთან ერთად დრო „სასარგებლოდ“ გაატარეს.

რაც შეეხება შედარებით უფროს ბავშვებს, მათ შემთხვევაში ექსპერტები კონცენტრაციის დაკარგვაზე საუბრობენ. ონლაინ სწავლებამ სამწუხაროდ, არ გაამართლა და მოსწავლეებისთვის ასეთი გაკვეთილები თამაშთან ასოცირდება.

გარდა მენტალური პრობლემებისა, კვლევამ ფიზიკური აქტივობის სიმცირის გამო გამოწვეული სირთულეებიც აღმოაჩინა. ბავშვების ნაწილს კვებითი პრობლემები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა გართულებები დაეწყო.

ასე რომ, ბრიტანელი სპეციალისტების აზრით, სკოლების დახურვა დაუშვებელია. უსაფრთხოების წესების გასამკაცრებლად და მასწავლებლების გადასამზადებლად კი სახელმწიფომ დამატებითი რესურსი უნდა გამოყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები