LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოიდ ოსტინის ცნობით, აშშ უკრაინას დონბასში ოპერაციებისთვის ინფორმაციას აწვდის

114

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ უკრაინულ ძალებს აწვდის დაზვერვას დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას, ოსტინს ჰკითხეს, აწვდიდა თუ არა შეერთებული შტატები ინფორმაციას, რათა რუსული ძალების წინააღმდეგ ოკუპირებულ დონბასის რეგიონში ან ოკუპირებულ ყირიმში თავდასხმების განხორციელებაში დახმარებოდა.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ…დაზვერვით, რომ ჩაატარონ ასეთი ოპერაციები… დონბასში. ეს სწორია“, – თქვა ოსტინმა

ამასთან, ოსტინმა თქვა, რომ პენტაგონი დღეს უკრაინას „განახლებულ მითითებებს“ გაუგზავნის, მაგრამ ის ცალსახად არ ასახელებს, რას მოიცავს ეს მითითებები.

CNN-ის სტატიაში  ვკითხულობთ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ აღიარა აშშ-ის როლი უკრაინის ოპერაციებში, კერძოდ სადავო რეგიონში დონბასში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები