22 მარტს, ოლივია როდრიგომ მეორე სტუდიური ალბომის – Guts დელუქს ვერსია გამოუშვა. Guts (Spilled) 5 სიმღერას აერთიანებს, რომელთაგან ერთ-ერთი – so american მსმენელისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, ახალგაზრდა არტისტმა ახალი კომპოზიციით არა მარტო გულშემატკივრის, არამედ უფროსი კოლეგის, ლიზოს გულიც მოიგო.
21 წლის მუსიკოსის ახალი ნამუშევარი 32 წლის ლიზომ ,,ინსტაგრამის” სთორიში გააზიარა და ჯენ-ზის სუპერვარსკვლავს – ,,თაობის ხმა” უწოდა.
აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად, Lizzo-მ ხმაურიანი განცხადებაც გააკეთა. მისი თქმით, დაიღალა მისკენ მიმართული სიძულვილის ენით, რის გამოც გადაწყვიტა, მუსიკალური კარიერა დაასრულოს.
,,მინდა ვაკეთო მუსიკა, რომლითაც ხალხს გავაბედნიერებ და სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლი, თუმცა ვგრძნობ, რომ ამ მხრივ არ გინდივართ… მივდივარ“, – დაწერა მან.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ლიზო სექსუალურ ძალადობაში, მტრული სამუშაო გარემოს შექმნასა და ბოდიშეიმინგში დაადანაშაულეს, რამაც მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებები გამოიწვია. საგულისხმოა, რომ ის ბრალდებებს უარყოს.