ლიზა ყენიამ, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, ახლახან ახალი კლიპი გადაიღო. კლიპი უკვე განთავსებულია მის იუთუბ“-გვერდზე. „ეს სიმღერა ეხება ნარკოდამოკიდებულებას, ძალიან მინდოდა, რომ მოცემული ოთხი წუთი ამაზე ყოფილიყო. მინდოდა, ნარკოდამოკიდებული ადამიანის თვალით დანახული საკუთარი თავი და გამოფხიზლება – ეს არის მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი. რამდენიმე ძვირფასი ადამიანი დავკარგე ამის გამო…
კლიპის გადაღება ლას ვეგასში შედგა. მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი და ძალიან გახარებული ვარ. ხუთი დღე მიმდინარეობდა გადაღებები. ვამაყობ ამ მომენტით და ფაქტით, რომ ეს კლიპი არის თავიდან ბოლომდე ჩემი დამონტაჟებული…“, აღნიშნავს „ტვ პირველთან“ საუბრისას მომღერალი.