LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა მარია პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა

560
page

როკ-ენ-როლის მეფის, ელვის პრესლის ერთადერთი შვილი, ლიზა მარია პრესლი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიზეზი გულის შეტევაა. აღნიშნული ინფორმაცია პრისცილა პრესლიმ დაადასტურა.

მედიის ცნობით, ის რამდენიმე დღის წინ კრიტიკულ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს, ლიზა კომაში ჩავარდა, მისი გარდაცვალება 12 იანვრის ღამეს დაფიქსირდა.

„დამძიმებული გულით გაცნობებთ, რომ ჩემმა მშვენიერმა ლიზამ დაგვტოვა, ის ყველაზე საოცარი, ძლიერი და მოსიყვარულე ქალი იყო. გთხოვთ შეინარჩუნოთ კონფიდენციალურობა, დიდი მადლობა თანადგომისთვის“, – წერს პრისცილა.

ცნობისთვის, ელვისის ქალიშვილი და მეუღლე, რამდენიმე დღის წინ „ოქროს გლობუსის“ ცერემონიალზე იმყოფებოდნენ.

როგორ შეიცვალა ელვის პრესლის ულამაზესი ქალიშვილი და მაიკლ ჯექსონის ყოფილი მეუღლე (ფოტო)

ელვის პრესლის 27 წლის შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები