LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა იასკო: “50, 60 შესაძლოა 70 ათასმა ადამიანმა შეავსო თბილისი… წარმოუდგენელი ენერგია იყო…”

1299
6543

უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო გუშინ, 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციის კომენტირებისას ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით სულ მიცრე 50 ათასი ადამიანი მივიდა.

ექსპრეზიდენტის მხარდამჭერი აქციის შესახებ ინფორმაციას ის საკუთარ სოციალურ ქსელში უზიარებს მოქალაქეებს და ფოტოებსაც აქვეყნებს.

„50, 60 შესაძლოა 70 ათასმა ადამიანმა შეავსო თბილისი.

ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

14 ოქტომბერს საქართველოში ქრისტიანული დღესასწაული აღინიშნება და ამ დღეს ათეულობით ათასი პატრიოტი გამოვიდა დედაქალაქის ცენტრში საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასაცავად!

თავისუფლების მოედანზე და მიმდებარე ქუჩებში სულ მცირე 50 ათასი ადამიანი მივიდა. შეგახსენებთ, რომ თბილისში დაახლოებით 1,5 ადამიანი ცხოვრობს, მთლიანად, საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე კი 3,7 მილიონი ცხოვრობს.

სცენიდან სხვადასხვა გამოსვლები ისმოდა. ისაუბრეს არჩევნებზე, გაერთიანების საჭიროებაზე, მაგრამ მთავარი მოთხოვნა მიშა სააკაშვილის თავისუფლებაა –  არა პოლიტიკურ რეპრესიებს!

ყოველივე ამის შემდეგ შეგახსენებთ, რომ მიხეილი პატიმარია და შიმშილობს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

თავისუფლების მოედანმა გუშინ ქართველმა ხალხმა უკრაინიდან იხილა მხარდაჭერა. მოისმინეს – იულია ტიმოშენკოს, დიმიტრი გორდონის,  ასევე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტების ლეონიდ კუჩმასა და ლეონიდ იუშენკოს მიმართვები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ამხნევებდნენ.

აქციაზე იყო წარმოუდგენელი ენერგია. ბევრი დროშა, არამარტო საქართველოს, არამედ აშშ-ს, ევროკავშირის, ნატოს, აზერბაიჯანის, ევროპის ქვეყნების და უკრაინის დროშა ფრიალებდა.

უამრავმა ადამიანმა  წარმატება და გამარჯვება უსურვა სააკაშვილს. გუშინ ქართველი ხალხის ხმა ხმამაღლა ისმოდა. ამის თქმა ნამდვილად შემიძლია. თავისუფლება მიხეილ სააკაშილს“. – წერს ლიზა იასკო სოციალურ ქსელში.

ლიზა იასკო ქართველ ხალხს მიმართავს: ჩემთვის სულერთი არ არის რაც ხდება საქართველოში, დაიცავით საკუთარი ქვეყანა

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი მაისურით: „საქართველოს მომავლის დაცვაა მნიშვნელოვანი!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები