LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ფიშერის ემოციური პოსტი „ოქროს ტალღის“ შესახებ – „თქვენ ჩემი გული დაიპყარით“

95

ცნობილი ამერიკელი ვოკალისტი ლიზა ფიშერი, რომელიც წელს, „ოქროს ტალღის“ საიუბილეო დაჯილდოების სპეციალური სტუმარი იყო, „ინსტაგრამზე“ თბილისური შთაბეჭდილებების შესახებ წერს. ორი „გრემის“ მფლობელი მომღერალი აღფრთოვანებას ვერ მალავს თბილისში მიღებული ემოციების გამო. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მოწვევისთვის, ჰოლდინგის დირექტორს თამარ ჩიგოგიძეს, მაესტრო ნიკლოზს რაჭველსა და რადიო „ფორტუნას“ ყველა თანამშრომელს. ასევე კომპანიებს, რომლებმაც ლიზა ფიშერის ვიზიტი განსაკუთრებული გახადა:

„თქვენ ჩემი გული დაიპყარით. სითბო და სიყვარული, რაც თქვენ გვაჩვენეთ ის იყო, რაც ჩვენს სულს ჭირდებოდა. განსაკუთრებული მადლობა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს, ორკესტრს, თამარ ჩიგოგიძეს, მარიდეა გელაშვილსა და მარიამ ბოჭორიშვილს. დიდი მადლობა, რომ გამიზიარეთ თქვენი ქვეყნის სილამაზე, მთაწმინდა, ქართლის დედა და ლანჩი „ბიოლში“ იყო გამაოგნებელი. მუსიკა იყო საოცრება. დიდი მადლობა საქართველო. ვიმედოვნებ, მალე დვრუნდები“- წერს ლიზა ფიშერი „ინსტაგრამზე“.

შეგახსენებთ, რომ ლიზა ფიშერი საქართველოს გიტარისტ ჯეისი მაიართან ერთად სტუმრობდა. მან „ოქროს ტალღის“ რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონიაზე ცნობილი ჰიტები ნიკოლოზ რაჭველთან და ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები