LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა ფიშერი საქართველოში მიღებული მინანქრის საჩუქრით აღფრთოვანებული დარჩა

107

ორგზის „გრემის“ მფლობელი, ლიზა ფიშერი საქართველოს რამდენიმე დღით სტუმრობდა. ის რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიაზე მოიწვია. 26 ივნისს, „ოქროს ტალღაზე“, ლიზა ფიშერი სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგა მაყურებლის წინაშე და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

„ბიოლი ჰოლში“ სტუმრობისას მას დიზაინერმა და მემინანქრემ, მსოფლიოს მემინანქრეთა ასოციაციისა და მხატვართა კავშირის წევრმა, ეკატერინე აბესაძემ, გულსაბნევი აჩუქა. ყელსაბამით ამერიკელი მომღერალი აღფრთოვანებული დარჩა და კონცერტზეც სწორედ ამ გულსაბნევით მივიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები