„ბარსელონა“ აპირებს 2020 წელს თითო ხაზში ახალი ფეხბურთელი იყიდოს.
„ბარსელონამ“ 75 მლნ ევრო გამოყო ტრანსფერებისთვის.
ჩინური გუნდები უარს იტყვიან სპონსორული სახელებისგან.
ჩინეთში შემოიღეს ხელფასის ზღვარი: 3 მლნ ევრო – უცხოელისთვის, 1.29 მლნ – ადგილობრივისთვის, 38 ათასი – ახალგაზრდა მოთამაშისთვის.
„მონაკომ“ შესაძლოა უნაი ემერი მიიწვიოს.
კლოპმა წელი შეაჯამა: „მე მხოლოდ ერთი სიტყვა მაქვს: ვოუ“.
„ლივერპულს“ ნება დართეს ამოიტვიფროს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გამარჯვება, ოღონდ მხოლოდ ერთ მატჩში. მანამდე პრემიერლიგა წინააღმდეგი იყო.
„რეალი“ ჰაკიმის იჯარას აღარ გააგრძელებს დორტმუნდში. მადრიდში მის შანსებს უფრო მაღლა აფასებენ, ვიდრე ოდრიოსოლასი.
„რეალი“ ზამთარში სატრანსფერო ბაზარზე არ გავა. ზიდანი მეტს ელის აზარისა და ბეილისგან.
მესუთ იოზილმა 219 ბავშვის ოპერაცია დაუფინანსა, მიზანია – 1000 ოპერაცია.
ინიესტა შესაძლოა არგენტინულ „ესტუდიანტესში“ გადავიდეს. იქ ყოფილი ბარსელები – გაბი მილიტო მუშაობს და მასკერანო თამაშობს.
„ვალენსიას“ სურს კანსელო დაიბრუნოს „სიტიდან“.
„ინტერს“ სურს „ჩელსის“ მცველი ალონსო. ლონდონელები 40 მილიონს ითხოვენ.
ობამეიანგი ან ლაკაზეტი შესაძლოა ზამთარში „არსენალიდან“ წავიდნენ. ლონდონელებს „ლიონის“ ფორვარდი დემბელე მოუნდათ.
„მანჩესტერი“ მზადაა პოგბა „იუვენტუსში“ დააბრუნოს 60 მლნ ევროდ და ემრე ჯანის სანაცვლოდ.
მბაპემ საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში პირველი ადგილი ბენზემას მიანიჭა.
ქარიმ ბენზემამ შედეგიანი ათწლეული გაატარა ესპანეთში. ფრანგმა 155 გოლი გაიტანა და 75 პასი მისცა 2010-იან წლებში. ეს ყველაზე მეტია თუ არ ჩავთვლით არაადამიანებს – მესის და რონალდოს.