ცნობილი საფეხბურთო გუნდების უნიფორმებს წარწერა MADE IN GEORGIA ექნება.
საფეხბურთო გუნდების უნიფორმები შეკერილი იქნება ახალ საწარმოში, რომელიც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ხელშეწყობით, რუსთავში შენდება და პროექტის ფარგლებში 3 000 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდება.
კომპანიის დირექტორის განცხადებით, ფორმების გამოშვება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2021 წელს, ლივერპულის, ჩელსის და დორტმუნდის გუნდები სწორედ საქართველოში დამზადებული უნიფორმებით ითამაშებენ.