2010 წლიდან ევროპის მასშტაბით ”ლივერპულმა” ფეხბურთელების გაყიდვით ყველაზე მეტი გამოიმუშავა.
კვლევითმა კანტორამ Football Observatory ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ფეხბურთელების გაყიდვის ისტორია შეისწავლა და დაასკვნა, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ფული ”ლივერპულმა” გააკეთა.
”წითლებმა” 2010 წლიდან მოყოლებული 442 მილიონი ევრო იშოვეს და ”ვალენსიას” (432) და ”იუვენტუსს” (415) გაუსწრეს, რომლის წინსვლა პოლ პოგბას მანჩესტერში გადასვლამ მოიტანა.
”ლივერპული” იქითაც ბევრს ხარჯავს მოთამაშეებზე: ამავე პერიოდში მერსისაიდელებმა 221 მილიონი ევროს ფეხბურთელები იყიდეს.
მეორეს მხრივ ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია სხვა ინგლისურ კლუბებთან შედარებით. ”სიტის” სატრანსფერო სალდო 777 მლნ ევროს შეადგენს, ”იუნაიტედის” – -659-ს, ხოლო ”ჩელსიმ” 513 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე გაყიდვით იშოვა.
პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ლივერპული – 442 მლნ ევრო
2. ვალენსია – 432 მლნ
3. იუვენტუსი – 415 მლნ
4. ბენფიკა – 414 მლნ
5. პორტო – 382 მლნ
6. ატლეტიკო – 377 მლნ
7. ტოტენჰემი – 369 მლნ
8. რომა – 367 მლნ
9. რეალი – 361 მლნ
10. ჩელსი – 358 მლნ