LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიVARპული: ინგლისში ქაოსია – ამბები მოკლედ (ვიდეო)

88
EM0RnrTWwAACuHZ

პეპ გვარდიოლამ ყველაზე სწრაფად მოიგო პრემიერლიგაში 100 მატჩი. მან მოურინიოს რეკორდი დაამხო.

გვარდიოლა: “მე ბევრი პრეტენზია მაქვს VAR-თან. ყოველი ტური ქაოსად იქცევა”.

გვარდიოლას გუნდებმა ჩემპიონატებში 1001 გოლი გაიტანეს. მესი პეპის საუკეთესო ბომბარდირია.

“ლივერპულმა” “ენფილდზე” წაუგებელი სერია 50 მატჩამდე გაზარდა.

კლოპი 13-ქულიან უპირატესობაზე: “ვინ ითვლის ქულებს დეკემბერში?

მსაჯმა VAR-ის შემდეგ გააუქმა “ლივერპულის” კარში გატანილი გოლი სანტიმეტრიანი ოფსაიდის გამო.

ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა “ლივერპულს” “ლიVARპული” უწოდა.

“არსენალმა” ბოლო 60 წელიწადში პირველად წააგო 4 მატჩი ზედიზედ შინ.

“არსენალმა” მოიგო მხოლოდ ერთი თამაში ბოლო 15 მატჩში.

ჟოზე მოურინიო: “Amazon-ს შეუძლია ცალკე სერია გადაიღოს “ტოტენჰემის” დაცვაში დაშვებულ შეცდომებზე”.

“ტოტენჰემს” 4 ავტოგოლი აქვს პრემიერლიგაში 2019 წელს. ეს ყველაზე მეტია ინგლისში.

ჰარი კეინმა გაიტანა 136 გოლი პრემიერლიგის 200 მატჩში. უფრო მეტი მხოლოდ შირერს და აგუეროს აქვთ.

მანჩესტერმა” გასვლაზე პირველად არ გაუშვა თებერვლის შემდეგ.

კარლო ანჩელოტის მერტენსის “ევერტონში” მიყვანა უნდა.

“ვესტ ჰემმა” პრემიერლიგაში ბოლო 14-დან 10 თამაში წააგო და პელეგრინი გააგდო.

დევიდ მოიესი: “ამაყი ვარ “ვესტ ჰემში” დაბრუნებით. ახლანდელი შემადგენლობა უკეთესია, ვიდრე ჩემ პერიოდში”.

 

ჯოკოვიჩმა რონალდოსგან გაკვეთილი მიიღო ახტომაში. სპორტსმენები დუბაიში შეხვდნენ ერთმანეთს.

 

View this post on Instagram

 

Teaching @djokernole how to jump!!???? Was a pleasure to see you and train with you my friend!!

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

 

“იგივე ზლატანი. სხვა ეშმაკი” – მიაწერა 38 წლის ფეხბურთელმა ფოტოს, რომელშიც ის ეშმაკს ებრძვის. შეგახსენებთ, იბრა “მილანში” დაბრუნდა.

“ჰერტამ” 35 მლნ ევრო შეთავაზა ჯაკას სანაცვლოდ. “არსენალს” 40 მლნ უნდა.

“იუვენტუსი” ჩაერთო ჟირუსთვის ბრძოლაში. ფრანგს სურს “ინტერში” წავიდეს.

“რეალმა” ზიდანს აცნობა, რომ არ სურს პოგბას ყიდვა. კლუბს ვალვერდეს პროგრესის ეიმედება.

ფერნანდო მორიენტესი: “ვფიქრობ, “რეალი” მოიგებს ლა ლიგას, მაგრამ ეს მესიზეა დამოკიდებული”.

არტურო ვიდალმა “ბარსელონას” სასამართლოში უჩივლა პრემიალურების არგადახდის გამო.

“ბაიერნი”, “იუვენტუსი” და პსჟ ტერ შტეგენით არიან დაინტერესებული.

ტერ შტეგენს კი შვილი შეეძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები