LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლივ ტაილერი კვლავ ორსულად არის

420

ლივ ტაილერმა და დეივ გარდნერმა განაცხადეს, რომ კიდევ ერთ ბავშვს ელოდებიან. ჰოლივუდელმა მსახიობმა სასიამოვნო სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა. ლივმა განათავსა ლამაზი შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც მისი მომრგვალებული მუცელი კარგად ჩანს.

„წერო ჩვენთან კვლავ მოფრინდება. ჩემს მუცელში პატარა ტაილერ გარდნერი იზრდება! ისეთი მადლიერი ვარ ყველაფრის გამო… დეივ გარდნერ, მიყვარხარ!“ – წერს ლივი.

d9-56-BV

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები