1-ელ ნოემბერს ჟან ბატისტ მოლიერის კომედია „ტარტიუფი”თავისუფალ თეატრში იქნება წარმოდგენილი. დადგმის რეჟისურა ლიტველ რეჟისორს, გაბრიელა ტუმინაიტეს ეკუთვნის.
„თავისუფალი თეატრის” ძველი და ახალი სახეები ერთ სპექტაკლში გაერთიანდნენ.
როლებში: კახა მიქიაშვილი, მამუკა მუმლაძე, თათული ედიშერაშვილი, თიკო კორძაძე, თუთა ოქროპირიძე, მარიამ ნადირაძე, სალომე ჭულუხაძე, გიორგი ცერცვაძე.
გივიკო ბარათაშვილს, ნიკა გოგიჩაიშვილს და ნიაზ ხუციანიძეს კი „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე დებიუტი ექნებათ.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ „თავისუფალ თეატრში”, „გალერია თბილისში” ან biletebi.ge-სა და tkt.ge-ზე.