დღეიდან ლიტვურ ენაში საქართველოს სახელწოდება იცვლება. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.ლინას ლინკევიჩუსი ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და „ტვიტერზე“ საქართველოს ქართულ ენაზე ულოცავს.
ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.
„საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიღებულია ოფიციალური გადაწყვეტილება – ამიერიდან თქვენს ქვეყანას ლიტვურად „საქართველო“ ერქმევა! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს!“, – წერს „ტვიტერზე“ ლინას ლინკევიჩუსი.
On the eve of #Georgia100 official decision undertaken – from now on it is #Sakartvelo in Lithuanian! Congratulations! გილოცავთ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას! ლიტვა-საქართველოს მეგობრობას გაუმარჯოს! pic.twitter.com/dtNKdrXoIH
— Linas Linkevicius (@LinkeviciusL) May 3, 2018