LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტვაში „მაგნიტსკის კანონი“ ძალაში შევიდა

146

ლიტვაში „მაგნიტსკის კანონი“ ძალაში შევიდა. შავ სიაში 49 რუსი სახელმწიფო მოხელე და ბიზნესმენი მოხვდა. მათ შორის, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ბასტრიკინიც, არიან.

ოფიციალური ვილნიუსის განცხადებით, სიის ფიგურანტებს ადამიანის უფლებების დარღვევაში, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ედებათ ბრალი.

ლიტვა შეერთებული შტატების, კანადისა და ესტონეთის შემდეგ რიგით მეოთხე ქვეყანაა, რომელმაც მაგნიტსკის აქტი საკანონმდებლო დონეზე მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები