LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა” 2017 დაიწყო

86

ლიტერატურული კონკურსი „შემოდგომის ლეგენდა“ 2017 დაიწყო, რომლის ფარგლებში მონაწილეობა სტუდენტებს და არასტუდენტ მოყვარულებს მიეცემათ.  ნაშრომის გაგზავნისთვის ვადა 15 ოქტომბრამდეა.

წელს ლეგენდის ფინალურ ტურს ბაკურციხეში მდებარე ევროპული სტილის კომპლექსი,  სარაჯიშვილების საგვარეულო მამული – „მაროშენი“, უმასპინძლებს.

კონკურსი მეცხრედ ჩატარდება და  მასში, თბილისთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები ჩაერთვებიან. კონკურსში სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ.

კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება. პირველ ტურში მონაწილეები თავიანთი სურვილით შექმნილ ნებისმიერ ნაშრომს აგზავნიან, შიდაშესარჩევი ჟიური გამოავლენს 10 ფინალისტს, რომლებიც მეორე ტურში გადაინაცვლებენ და მთავარი კონკურსის – იმპროვიზაციული ტურის, მონაწილეები გახდებიან.

იმპროვიზაციულ ტურში სამი გამარჯვებული გამოვლინდება, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას და კომპანია “ჯეოსელის” სპეციალურ პრიზებს მიიღებენ.

პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად – 700 და 500 ლარი გადაეცემათ.

წელს ლიტერატურული ჟიური 5 წევრისგან შედგება: მწერლები დათო ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი, მაკა ლდოკონენი, არჩილ ქიქოძე და შარშანდელი გამარჯვებული ბექა ბერაძე.

ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. “ჯეოსელის” სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებული კონკურსანტები ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც შექმნიან ახალ ნაშრომს, მარათონის გამარჯვებული კომპანიის სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.

ცნობისთვის, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები