LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისის ტბის წრიული საფეხმავლო ბილიკის მოწყობა სექტემბერში დასრულდება

92

ლისის ტბის წრიული საფეხმავლო ბილიკის მოწყობის პროექტი დასასრულს უახლოვდება. ბეტონის საფარიანი გზა 2,5 კილომეტრ სიგრძეზე უკვე მოეწყო. ჯამში წრიული საფეხმავლო ბილიკის სიგრძე 3 კილომეტრს შეადგენს.

გზაზე ჩატარდა სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის მიწის მოჭრა-დამუშავება და გატანა, ჭაობიან მონაკვეთში მყარი საფუძვლის მოწყობა, სადრენაჟე და სანიაღვრე სისტემების მოწყობა, გზის მოსამზადებელი კონსტრუქციის მოწყობა, არმირებული ბეტონის საფარის მოწყობა და ბეტონის გზის ზედაპირის მოპირკეთება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი: განათების სისტემის მონტაჟი და გზის გვერდულების საბოლოო კეთილმოწყობა, გზის მონიშვნისა და საგზაო ნიშნების მონტაჟი.

ლისის ტბის შემოვლითი საფეხმავლო ბილიკის მოწყობა პროექტ „ახალი ტფილისის“ ერთ-ერთი მიმართულების – „სარეკრეაციო ზონების მოწყობა-განვითარების პროგრამის“ ნაწილია.

თბილისის განვითარების ფონდი, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ლისის ტბის გარშემო საფეხმავლო ბილიკის მოწყობის სამუშაოებს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები