პორტუგალიაში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც საგზაო ინსპექციას სკუტერების მფლობელების დაჯარიმებაც შეეძლება. არასწორი პარკინგისთვის ჯარიმა 60-დან 300 ევრომდე იქნება. ახალი კანონი სავარაუდოდ, ველოსიპედზე და ელექტრო სკუტერზეც გავრცელდება.
ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა გამოცემა „Correio da Manha”-მ გაავრცელა.
დასაწყისისთვის ცვლილებები ლისაბონის ისტორიულ ცენტრს შეეხება და მომავალში მთელ ქალაქში გავრცელდება.
მოსახლეობამ ახალი კანონი მიიღო, თუმცა მათთვის ცოტა გაურკვეველი დარჩა თუ რა იგულისხმება – „არასწორ პარკინგში“ და თუ რა შემთხვევაში მოხდება მათი დაჯარიმება.
თავად კანონში კი გარდა მთავარი ჯარიმისა, დამატებით 32 ევროს გადახდაცაა გათვალისწინებული, რაც სკუტერის ევაკუირების ღირებულებაა.