LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიპო უნდა დარჩეს“ – ვარლამ ლიპარტელიანის მიერ კარიერის დასრულებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაცვლელად სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო

110
Capture

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრის ვარლამ ლიპარტელიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

დგება ცხოვრებაში მომენტი, როცა რაღაც მთავრდება და ეს ის დღეა, როცა ჩემთვის სპორტული კარიერა დასრულადა: ვარლამ ლიპარტელიანი

მაგდა კლდიაშვილი წერს: „ვიწყებ კამპანიას ლიპოს დარჩენისთვის და ვწერ მიზეზებს, რატომ უნდა დარჩეს ის! ვნიშნავ ლიპოს და ყველამ, ვისაც გინდათ, რომ ლიპომ ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს, წერთ პოსტს, მიზეზს, თუნდაც ერთს, რატომ უნდა დარჩეს ის, ნიშნავთ ლიპოს ფეისბუქის პირად და ოფიციალურ ფეიჯებს, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე და ვაჩვენოთ, რომ ბევრნი ვართ!

ლიპო უნდა დარჩეს, იმიტომ რომ:

ათი წელია სტაბილურად ნომერი პირველია ყველა წონაში, სადაც გამოდიოდა

ის ნაკრების კაპიტანია

კაპიტნები ბოლოს მიდიან გემიდან

მის დიად კარიერას ორი მედალი აკლია და უახლოეს ორ წელიწადში, მან ის უნდა აიღოს

მისნაირი დიდი სპორტსმენები მხოლოდ გამარჯვებულები მიდიან და არა დამარცხებულები

ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიოში

მისი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის

კაპიტანი უნდა იყოს მებრძოლი და არასოდეს უნდა დანებდეს

მას არ აქვს უფლება შვილებს გაუცრუოს იმედი, რომლებიც ისევ ელიან მამისგან ოქროებს

ცრემლიანი ლიპო ვერსად ვერ წავა

ნაკრების კაპიტანი ასეთი განადგურებული ვერ წავა

სხვა დიდი სპორტსმენებიც წასულან და დაბრუნებულან

უსასრულოდ გავაგრძელებ …

გიწვევთ, ლიპო უნდა დარჩეს, დაგვეხმარეთ

Kakha Kaladze Levan Kobiashvili Zura Zviadauri

ამიტომ, ვარლამ ლიპარტელიანი • Varlam Liparteliani Lipo / ლიპო შენ უნდა დარჩე!

#ლიპოპარიზში
#ლიპოტაშკენტში

გთხოვთ, გაიზიარეთ ჩემი კამპანია და შევძლოთ, ერთად დავტოვოთ კაპიტანი სპორტში!, – წერს მაგდა კლდიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები