ედისონ რიჩიმ – ლინდსი ლოჰანის ყოფილმა მძღოლმა მსახიობს სასამართლოში უჩივლა და ვალის დაბრუნება მოითხოვა. რიჩის განცხადებით, ლოჰანს მისთვის ის 28 000 დოლარი აქვს დასაბრუნებელი, რომელიც მან, მის მაგივრად ავიაბილეთებსა და სასტუმროს ნომრებში გადაიხადა.
გასაკვირია არცაა, რადგან ლოჰანი მანამდეც იყო შემჩნეული რესტორნების ანგარიშების გადაუხდელობაში, საკუთარი ადვოკატი კი, მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ კუთვნილი ჰონორარი – 300 000 დოლარი არ გადაეხადა.