როგორც ჩანს ლინდსი ლოჰანს საერთოდ აღარ გამოსდის საკუთარი თავის ხელში აყვანა. მორიგი სკანდალი მსახიობმა მეგობრების ქორწილში მოაწყო. თვითმხილველების განცხადებით, ლოჰანი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და როგორც ყოველთვის არაადეკვატურად იქცეოდა.
მეგობრის – მოდელის ლანა ზაკოცელის და მილიონერის ჯასტინ ეტცინის ქორწილში მისვლისთანავე ლინდსიმ ყველას ყურადღება მიიქცია. ჯერ ფრჩხილებზე წაისვა ლაქი, მერე ფეხშველი დადიოდა, ბოლოს კი, ტანსაცმელიც გაიხადა და შიშველმა ყვირილით დაიწყო სირბილი.