„ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებულ ქალაქ ლიმანში მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს. მასობრივ სამარხებში ბავშვების ცხედრებიც არის ნაპოვნი. ინფორმაცია პოლიციას ადგილობრივმა მიაწოდა.
„გათხრები ორ ადგილზე მიმდინარეობს – ერთში 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქეა დაკრძალული, მათ შორის ბავშვები. კიდევ ერთი ადგილი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი საფლავია“, – ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის განცხადებაში.
უკრაინელმა ჯარებმა სექტემბრის ბოლოს გაათავისუფლეს ლიმანი დონეცკის ოლქში, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იყო.