LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილოში სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია (ვიდეო)

186
lilo

თბილისში, ლილოს დასახლებაში,  ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხანძარს 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები აქრობდნენ.

„ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია ჯიხურებში განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

პრევენციის მიზნით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა მეხანძრე-მაშველთა ორი ჯგუფი. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის ეკიპაჟებიც.

შენობაში ჯერჯერობით არ უშვებენ ჯიხურების მეპატრონეებს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები