LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილი-როუზ დეპი ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სკანდალური განქორწინების შესახებ პირველად ალაპარაკდა – მოდელმა Elle-ს გარეკანი დაამშვენა

189
Untitledsdfsf

ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილმა, ლილი-როუზმა  Elle-ს დეკემბრის ნომერი დაამშვენა. ფოტოსესია ვინტაჟურ სტილში იყო. გამოცემასთან ინტერვიუში 23 წლის მოდელმა ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის სასამართლო პროცესის შესახებ პირველად ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სკანდალური პროცესის დროს გოგონას ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და არც ჩვენება მიუცია.

 „როდესაც ძალიან პირადი, აღარ ხდება პირადი, თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი აზრი თავისთვის შეინახოს, ამიტომაც ამ თემაზე კომენტარი არ გამიკეთებია, ეს ჩვენი ოჯახის საქმეა. ზოგადად, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე ჩემი პარტნიორი მამაკაცებისა და და ოჯახის წევრების მიხედვით მაფასებდნენ, ახლა მზად ვარ, რომ ადამიანებმა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობებით შემაფასონ“, – აცხადებს ლილი-როუზ დეპი.

ფოტო: ჯონი დეპის ქალიშვილის ეპატაჟური გამოჩენა – 22 წლის ლილი-როუზი ბრწყინავს

ლილი-როუზ დეპი და ტიმოთი შალამე საჯაროდ გამოჩენას აღარ ერიდებიან (ფოტო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები