ლილი-როუზ დეპის თაყვანისმცემლები ჯერ კიდევ ოქტომბერში ეჭვობდნენ, რომ ახალგაზრდა მოდელს რომანი ფილმის ,,შენი სახელი დამიძახე” ვარსკვლავთან, ტიმოთი შალამესთან ჰქონდა. საინტერესოა, რომ მოარული ხმების მიუხედავად, ქსელში ამის დამადასტურებელი ფოტოები იქამდე არ მოიძებნებოდა, ვიდრე პაპარაცები წყვილს კოცნის დროს, ისიც საღამოს, ცარიელ ქუჩაში გადაიღებდნენ.
როგორც ჩანს, ლილი-როუზი და ტიმოთი საჯაროდ გრძნობების გამოხატვას აღარ ერიდებიან და უკვე დღის სინათლეზეც გამოდიან. ამ დღეებში, ჯონი დეპისა და ვანესა პარადის 19 წლის ქალიშვილი და ,,ოსკარებზე” ნომინირებული 22 წლის მსახიობი მაშინ დააფიქსირეს, როცა ისინი ლანჩზე მიდიოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მერილინ მენსონის ნათლული და ,,ლამაზი ბიჭი” რობერტ პატინსონთან ერთად ,,ნეტფლიქსის” პროექტში, ,,მეფე” გამოჩნდებიან, რომლის პრემიერის თარიღი ამ დრომდე უცნობია.