15 მარტს, Iart Gallery-ში მაკა ნაცვლიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
გამოფენა ლიკა ქავჟარაძის ხსოვნას ეძღვნება და, მისი პორტრეტის გარდა, გამოიფინა ლიკას კოსტიუმები, რომლებიც სხვადასხვა კინოფილმისთვის შეიქმნა. დამთვალიერებელს ხელოვანის ფერწერის, პოპარტის, გრაფიკისა და ვინტაჟის ნამუშევრების ნახვა შეუძლია.
მაკა ნაცვლიშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტი ვლადიმერ კანდელაკის ხელმძღვანელობით, ის აცმევდა ქართული საზოგადოების ცნობილ სახეებს და სხვადასხვა კინოფილმის გმირებს.
დღეს მაკა ნაცვლიშვილი ერთ-ერთი კრეატიული დიზაინერია. ამასთან ერთად, მან წლების მანძილზე შეაგროვა თავისი ნამუშევრების კოლექცია (გრაფიკა, ფერწერა, პოპარტი), რომელიც პირველად წადგება მაყურებლის წინაშე ავტორის მიერ 90-იან წლებში შესრულებულ კოსტიუმებთან ერთად.