LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა დოლიძე: „როცა იცი, რომ „ოქროს ტალღა“ არსებობს, უფრო დიდი ხალისით წერ ახალ სიმღერებს…“

125

Ardaidardo.Ge
ლიკა დოლიძის სიმღერა „დაგაგვიანდა“ „ოქროს ტალღის“ ერთ-ერთი ნომინანტი გახლავთ. მომღერალი დიდი ხანია, საქართველოში არ ცხოვრობს, კონკურსში მონაწილეობამ ის განსაკუთრებით გაახარა და შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა.

 

ლიკა დოლიძე:

 

ძალიან გამიხარდა, რომ „ოქროს ტალღის“ ნომინანტი გავხდი. ყველა შემსრულებლისთვის ეს დიდი სტიმულია. „ოქროს ტალღა“ კონკურსია, სადაც მომღერლებს მონაწილეობის საშალება აქვთ, უხარიათ და წლიდან წლამდე ელოდებიან მას. ეს არის კონკურსი, სადაც შენი შრომა ძალიან ფასდება. უზომოდ გამიხარდა, როცა გავიგე, რომ წარდგენილი ვარ…

 

რაც შეეხება სიმღერას – ის ზაზა ხუბუკელაშვილს ეკუთვნის, უნიჭიერეს მუსიკოსს, არანჟირებაც მისია, ლექსი – ირინა სანიკიძის. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, ვფიქრობ, ლამაზი მელოდიაა და ბევრ ადამიანს მოეწონება.

 

„ოქროს ტალღის“ ნომინანტი მეორედ გავხდი. წინა ჯერზე ძალიან მოულოდნელი იყო, რადგან 20 წელია, მოსკოვში ვცხოვრობ და დეტალური ინფორმაცია არ მქონია კონკურსზე, ორი წლის წინ შევიტყვე… მაშინაც წარდგენილი ვიყავი… ვფიქრობ, „ოქროს ტალღა“ ჩვენი „გრემია“. არ ვართ განებივრებული მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიებით.

 

როცა იცი, რომ „ოქროს ტალღა“ არსებობს, უფრო დიდი ხალისით წერ ახალ სიმღერებს. რამდენიმე უკვე ჩაწერილი მაქვს, ერთი დუეტია, ასევე განვაახლე ძველი რეპერტუარიც. მოკლედ, 2018 წელი წარმატებით მიმდინარეობს (იღიმის).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები