ლიკა დოლიძე, რომელიც 90-იან წლებში სიმღერით „მზეო თიბათვისა“ გახდა პოპულარული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქართულ შოუბიზნესში არ ჩანდა, რადგან მეუღლესთან ერთად რუსეთში ცხოვრობდა. დაბრუნების შემდეგ კი ისევ გააქტიურდა.
ლიკა დოლიძე იხსენებს, როგორ გაანაწყენა გოგი დოლიძე 15 წლის ასაკში გათხოვებით:
„15 წლის ვიყავი და მახო 19-ის, ოჯახი რომ შევქმენით. ნუ მიყურებთ ასე, ეს 90-იანი წლები იყო და მაშინ ასეთ პატარა ასაკში გათხოვება არავის გაჰკვირვებია. გოგი დოლიძე გაგიჟდა მხოლოდ, ჩემი გათხოვება რომ გაიგო. არც მამაჩემს და არც მალხაზს ცოტა ხანი არ ელაპარაკებოდა, 15 წლის გოგო როგორ გაათხოვეთო, ამბობდა. მერე მახო რომ გაიცნო, ისე შეუყვარდა, გიჟდებოდა მასზე, ჩემი ნომერი პირველი სიძე ხარო…“