LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიგა სუპერთამაშით იწყება: კასილიასი და სხვა გუნდურ-ინდივიდუალური მიღწევები

33

დღეს, მთავარი საკლუბო ტურნირი – ჩემპიონთა ლიგა იწყება. ლიგის ჯგუფური ეტაპი ისტორიაში 26-ედ იწყება!

წელს ლიგაზე ორი ქართველი ლეგიონერია – საბა კვირკველია (ლოკომოტივი) და დავით ხოჭოლავა (შახტარი).

დღეს კი მთავარი თამაში ლივერპულშია, „ენფილდზე“ გასული წლის ფინალისტი მადიან „პარი სენ-ჟერმენს” უმასპინძლებს.

ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის მიხედვით, ერთპიროვნული ლიდერი მადრიდის „რეალის“ ყოფილი და „პორტუს“ ამჟამინდელი მეკარე, იკერ კასილიასია. მის ანგარიშზე 167 მატჩია, რაც თოთხმეტით მეტია, ვიდრე კრიშტიანო რონალდოს მონაგარი.

აღსანიშნავია, რომ პირველ ექვსეულში მხოლოდ კასილიასი და რონალდო შეძლებენ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ჩატარებული მატჩების რაოდენობის გაზრდას, რადგან დანარჩენები ან ევროპულ კლუბებში აღარ თამაშობენ (ჩავი ერნანდესი – 151, ანდრეს ინიესტა – 130), ან ფეხბურთიდან უკვე წასულები არიან (რაულ გონსალესი – 142, რაიან გიგსი – 141).

ათეულის ქვედა ოთხეული კი ასე გამოიყურება:

7-8. ლიონელ მესი – 125
7-8. კლარენს ზეედორფი – 125
9. პოლ სქოულსი – 124
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი – 120

 

ჯგუფური ეტაპის ფაქტები

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტჯერ “ბარსელონას”, “პორტუს” და “რეალს” უთამაშიათ – 22-22.
მადრიდული კლუბი ლიდერია ჯგუფურ ეტაპზე ქულებითა და გოლებით.
ბომბარდირთა დავაში ორხელისუფლებიანობაა – ლიონელ მესის (ბარსელონა) და კრიშტიანო რონალდოს (იუვენტუსი) 60-60 გოლი აქვთ ჯგუფურ ეტაპზე გატანილი.
ამ სეზონში ლიგის ჯგუფურ ეტაპს სამი დებიუტანტი ჰყავს: “ცრვენა ზვეზდა”, “ჰოფენჰაიმი” და “იანგ ბოიზი”.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილე კლუბების რიცხვი 140-მდე გაიზარდა.

 

ინდივიდუალური

ყველაზე მეტი თამაში ლიგის ჯგუფურ ეტაპზე – იკერ კასილიასი (89). მეორე ადგილზეა ჩავი ერნანდესი – 80, კრიშტიანო რონალდო მესამეა და ორ ტურში ის ჩავის დაეწევა – 78.
გოლებში მესამე ადგილზეა ქარიმ ბენზემა (რეალი) – 40 გოლი.
მესის ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელი აქვს მათ შორის, ვინც 10 გოლი მაინც გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე – 0.95 გოლი თამაშში.
ლუის ადრიანომ (ბატე-შახტარი 0:7) ერთ თამაშში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა – 5.
კრიშტიანო რონალდომ ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ერთ სეზონში ჯგუფში – 11, 2015 წლის ჯგუფურ ეტაპზე.
10.96 წამი – ჟონასმა (ვალენსია-ლევერკუზენი) 2011 წლის ნოემბერში გერმანელებს მე-11 წამზე გაუტანა. ეს ჯგუფური ეტაპის ყველაზე სწრაფი გოლია.
ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი – ბაფეტიმბი გომისი (დინამო ზაგრები-ლიონი 1:7) – 8 წუთში.
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი – სელესტინ ბაბაიარო (ანდერლეხტი) – 1994 წელს ის 16 წლისა და 87 დღის იყო.
ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი – პეტერ ოფორი-კუაიე (ოლიმპიაკოსი) – 1997 წელს როსენბორგს 17 წლისა და 195 დღის ასაკში გაუტანა.
ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი – მარკო ბალოტა (ლაციო) რეალის წინააღმდეგ (2007 წ), 43 წლისა და 253 დღის.
ყველაზე ხანდაზმული გოლის ავტორი – ფრანჩესკო ტოტიმ (რომა) 38 წლისა და 59 დღის ასაკში გაუტანა ცსკა-ს.

 

საკლუბო

ყველაზე მეტი მონაწილეობა – 23-23: “ბარსელონა”, “პორტუ”, “რეალი” (ამ სეზონის ჩათვლით); 22-22 – “ბაიერნი” და “მანჩესტერ იუნაიტედი”.
ყველაზე მეტი, 285 ქულა – “რეალი”.
ყველაზე მეტი გოლი, 321 – “რეალი”.
ჯგუფიდან გასვლა, “რეალი” – 22-ჯერ.
აქედან ზედიზედ 21 (1997/98 წლების სეზონიდან).
ყველაზე მეტი პირველი ადგილი ჯგუფში: 19 – “ბარსელონა”

მატჩები

ყველაზე უხვგოლიანი, “დორტმუნდი”-“ლეგია” – 8:4 (12).
ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული, “ლივერპული”-“ბეშიქთაში” – 8:0.
ყველაზე უხვგოლიანი ფრე, “ჰამბურგი”-“იუვენტუსი” – 4:4.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები