4 ტოპ ჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2018 წლიდან 4 ადგილს მიიღებს.
უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა ფორმატის ცვლილება.
ახალი წესები ითვალისწინებს, რომ ინგლისის, იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის საუკეთესო 4 კლუბი ავტომატურად მოხვდება ჯგუფურ ეტაპზე.
ამჟამად ინგლისს, ეპანეთს და გერმანიას სამი გარანტირებული ადგილი აქვს, იტალიას სულაც ორი.
სიახლე 2018/19 წლების სეზონიდან ამოქმედდება.
გარდა ამისა, მომდევნო სეზონიდან ევროპა ლიგის გამარჯვებულიც ავტომატურად მოხვდება ლიგის ჯგუფში.
ახალი სისტემა დაინერგება საკლუბო კოეფიციენტების დათვლისას – ქულებს გუნდების საკუთარი მიღწევების მიხედვით გამოთვლიან.