LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიფტში შემოსულმა ქალმა სადეზინფექციო წყალი შემასხა – ვიკა ბუკია

1242
vika-bukia

ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდის დამარცხების შემდეგ საზოგადოების ნაწილი ვირუსის გამავრცელებლად თვლის და მასთან კონტაქტს ერიდებიან.

„კოვიდი და მე:

იმ დღეს ჩემი უბნის მაღაზიაში გაფითრებული გოგონა მეკითხება: თქვენ რომ შემოდიხართ აქ, არ ხართ გადამდებიო?

ავუხსენი. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული რომ გაიგო.

ზოგი, პირიქით, მეხუტება, როგორც ყველაზე უსაფრთხო ადამიანს ამ ეპიდემიისას.

ზედ მახველებენ და თან იციანიან. ვატყობ, ბოლოს ღორის გრიპის დღიურებს დავწერ.

აი, ზოგიერთი ჩემი მეზობელი თავს მარიდებს.

ზოგმა პლაზმა მთხოვა. ძალიან უნდათ, რომ ბევრი გადაისხან, რომ კორონა არასდროს დაემართოთ, არც კიბო, არც ჩუტყვავილა, არც ღორის და ქათმის გრიპი, არც შავი ჭირი და არც შეყვარებული დაკარგონ.

მაგრამ ასეთს არ ვიფიქრებდი: ლიფტში ვზივარ გაიღო კიდევ ერთ სართულზე და დაბნეულმა ქალმა ეგრევე სადეზინფექციო წყალი გააძრო და შემასხა“,- წერს ბუკია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები