ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შატხაში 5 წლის ბავშვი ჩავარდა. როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ბავშვის მშობლებმა გამოძახება მანამდე გააუქმეს სანამ ჯგუფი ადგილზე მივიდოდა და ბავშვის ამოყვანა თავად შეძლეს.
ამ ეტაპზე უცნობია რა სიმაღლიდან ჩამოვარდა ლიფტი.
ბათუმში, კორპუსში ჩაწყდა ლიფტი, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა
შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
როგორც ცნობილია, 5 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში დაახლოებით, ერთი სართულის სიმაღლიდან ჩავარდა. დაშავებული დედათა და ბავშვთა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამედიცინო ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
დღესვე, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩაწყდა და მასში მყოფი სამი ადამიანი ჩაიყოლა. ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთს კი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.