ლიეტუვის ნაციონალურმა თეატრმა ვილნიუსში, წამოიწყო უჩვეულო სარეკლამო კამპანია, რომელშიც ვიზიტორებს სპექტაკლებზე სიარულისგან თავის შეკავებას სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ The Mayor ავრცელებს.
თეატრის მიერ გავრცელებულ ბანერებზე ცელოფნის პაკეტში გახვეული წითელი სკამია გამოსახული და იქვეა წარწერა – „არ იარო თეატრში“.
ამ გზით რეკლამის ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ სპექტაკლებზე უფრო მეტ მაყურებელს მიიზიდავენ. ეს მეთოდი მაყურებლის ფსიქიკასა და რევერსული ფსიქოლოგიის მეთოდზეა აგებული. ეს მეთოდი ადამიანებს იმის საპირისპიროს გაკეთებისკენ უბიძგებს, რასაც მოუწოდებენ.
თეატრში ფიქრობენ, რომ აქციამ პირველი შედეგები უკვე გამოიღო, რამეთუ მან პრესისა და ბლოგერების ყურადღება მიიქცია, ქალაქში თეატრის კულტურაზე უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე მანამდე.