ლიეტუვას პრემიერ მინისტრი ინგრიდა შიმონიტე კიევის რეგიონში ჩავიდა და რუსი ოკუპანტების მიერ განადგურებულ ბოროდიანკას ესტუმრა.
ადგილზე იმყოფებოდა უკრაინის პრემიერი დენის შმიგალიც:
„ბოროდიანკა ერთ-ერთი მტკივნეული ჭრილობაა უკრაინის სხეულზე… შემზარავია რუსი ბარბაროსების მიერ ოკუპაციის შედეგები. სიკვდილი და ნანგრევები არის ის, რასაც ე.წ. „რუსული სამყარო“ ატარებს. მაშველები აგრძელებენ ბომბებით განადგურებული დანგრეული სახლების ნანგრევების დემონტაჟს. ეს არის ის, რაც მტერს შეუძლია – ებრძოლოს მშვიდობიან მოსახლეობას.“ – წერს დენის შმიგალი „ტვიტერზე.“
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.
Held a meeting today with PM ?? @IngridaSimonyte. Visited together #Borodianka, destroyed by russian troops. Genocide of rf against ?? must be punished. Grateful to #Lithuania for joining the investigation of war crimes. #StopRussia together pic.twitter.com/ujHc6ksXWX
— Denys Shmyhal (@Denys_Shmyhal) April 11, 2022