LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის, საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს

102
BeFunky-collage (11)

ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმინტას პავილიონისის საქართველოში ვიზიტის შესახებ, ლიეტუვის ვიცე-სპიკერებს კითხვები გაუჩნდათ და განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს. ამის შესახებ განცხადება ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა იულიუს საბატაუსკასმა გააკეთა.

„ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან ყოველთვის ორმხრივ პატივისცემას ეფუძნებოდა, ჟიგიმანტას პავილიონისმა გადაწყვიტა, ჭკუა ასწავლოს საქართველოს და დაიცვას ერთი მხარე და მეორე დაადანაშულოს“, – განაცხადა ლიეტუვის სეიმის ვიცე-სპიკერმა იულიუს საბატაუსკასმა.

ლიეტუვის მედიის ცნობით, პავილიონისის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ლიეტუვის სეიმის სპიკერმა ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმაც გააკეთა. მისი თქმით, პავილიონისის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება “არამეგობრულმა ძალებმა” გამოიყენონ, რათა ლიეტუვისა და საქართველოს ურთიერთობები დააზიანონ.

„ნათელია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ პავილიონისს ჰქონდა პირადი პოზიცია, ის საქართველოში ვიზიტისას განსაკუთრებულად დიპლომატიური უნდა ყოფილიყო“, – განაცხდა ლიეტუვის პარლამენტის სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ 18 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, ლიეტუვის ელჩი ენმ-ს თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან სასაუბროდ იმყოფებოდა და მხარეებს ლიეტუვას სახელით მედიატორის როლის შესრულებას შესთავაზა.

რუსეთს დღეს ტანკი არ სჭირდება, თავად ებრძვით ერთმანეთს, ეს ყველაზე დიდი საჩუქარია პუტინისთვის, შეჩერდით, გთხოვთ: ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე