ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის, ევროკავშირის აღმოსავლელ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო პერსპექტივა. არ არის საჭირო მათი შეჩერება, ვისაც სურს და მზად არის უფრო სწრაფი წინსვლისთვის. საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, თავად ევროკავშირის ინტერესებშიცაა,“ – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
Today at #FAC, FM @GLandsbergis: For #EaP to succeed #EU‘s Eastern partners need a clear perspective. Those willing and ready to move ahead faster should not be held back. Political association and economic integration with ?????? is also within the interest of the EU ??. pic.twitter.com/eM7STlfeKf
— Lithuania MFA (@LithuaniaMFA) October 18, 2021