საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა პარლამენტში შეხვედრას მართავს. ლიეტუვას პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ხვდება.
შეხვედრას ასევე ესწრებიან ოპოზიციონერი დეპუტატები – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” წევრი გიორგი ვაშაძე.
შეხვედრაზე იმყოფებიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის პრეზიდენტი ეწვია