Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა

83
image_2022-08-23_090517731

ლიეტუვამ რუსეთთან საზღვრის დაცვა გააძლიერა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, აგნე ბილოტაიტემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, რუსეთთან, კერძოდ, კალინინგრადის ოლქთან ქვეყნის საზღვაო და სახმელეთო საზღვრები გაძლიერებული დაცვის რეჟიმზე გადავიდა.

“შეიარაღებული კალინინგრადი ახლოს არის, მეზობლების მხრიდანაც არის მუქარა, ამიტომ ჩვენ ვიმყოფებით მზადყოფნის მაღალ რეჟიმზე და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენი მესაზღვრეების უზრუნველყოფას. ახლახან განახლებული სარადარო სისტემა კიდევ უფრო სწრაფ რეაგირებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ ლიეტუვისთვის მნიშვნელოვანია კლაიპედას პორტის დაცვა, რადგან აქ განთავსებულია გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები.

ასევე, მინისტრის თქმით, კლაიპედას ადმინისტრაციამ მოამზადა 38 თავშესაფარი, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, რომლებიც ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით ხუთი პროცენტის შეფარებას შეძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები