LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიეტუვა საქართველოს 15 000 დოზა კოვიდვაქცინას გადმოსცემს

76
Capture1

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ლიეტუვა საქართველოს 15 000 დოზა კოვიდვაქცინას გაუგზავნის. როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი ვაქცინების 200 000 დოზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი.

„ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას – 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან“, – წერს ლანდსბერგისი.