მდგრადობის სტანდარტების გაძლიერება: მთავრობის, მედიის და ბიზნესის როლი ამ პროცესში – ამ საკითხს დაეთმო ქართული დელეგაციის ხუთდღიანი სასწავლო ვიზიტი შვედეთში.
პროექტის „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ეგიდით სტოკჰოლმში ბიზნესის, მედიისა და მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან 20 შეხვედრა გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ კორპორაციული პასუხისმგებლობის შვედური პრაქტიკა გაიზიარა და რეკომენდაციები მიიღო.
ვიზიტის ფარგლებში აღნიშნულ საკითხებზე სხვადასხვა მაგალითები განიხილეს და თემის ირგვლივ დაინტერესებულ მხარეებს შორის აქტიური თანამშრომლობის გზები დასახეს. შეხვედრებზე საუბარი შეეხო მწვანე პოლიტიკას, ეკონომიკის მდგრადობისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობასაც.
პროექტს „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა“ შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.