ნაყინის მწარმოებელი კომპანია ”ლიდერი XXI” მომხმარებელს წამახალისებელ გათამაშებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, გათამაშების ფარგლებში შესაძლებელია 5 ავტომობილი ”მერსედეს clk ”-ს მოგება. ავტომობილები წარმოდგენილია საქართველოს 5 ქალაქში: ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ზუგდიდსა და მარნეულში.
”მანქანები დგას ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების ცენტრალურ უბნებში და ელოდება თავის მფლობელს. პარალელურად მიმდინარეობს პრომო აქციები საქართველოს საკურორტო ზონებში. კერძოდ, ”კაბრიოლეტით” მოსეირნე პანდები უშუალოდ მიდიან მომხმარებელთან, აცნობენ ”ლიდერის” ნაყინს და ასაჩუქრებენ: ნაყინით, ბურთებით, ბუშტებითა და ველოსიპედით”, – განაცხადეს კომპანიაში.
როგორც შპს ”ლიდერი XXI” -ში აღნიშნეს, მიმდინარე წელს ნაყინის ბაზარზე გამოვიდა ”ლიდერის” “პანდა”-ვანილით, კაკაოთი და კრემბრულე. ასევე ახლახანს გამოვიდა ნაყინი ”პანდა” პლასტმასის ჭიქებში მარწყვით, შოკოლადით და თხილით.
”ნაყინი ”ლიდერი” ერთადერთი ნაყინია, რომელიც დამზადებულია ნამდვილი ნაღების კარაქისაგან. მე-9 წელია რაც საქართველო ბაზარზე ვართ და არ ვღალატობთ ჩვენს მთავარ პრინციპებს: მაღალი ხარისხი, გემო და სეზონთან დაკავშირებული წამახალისებელი პრიზები”, – განმარტეს ნაყინის მწარმოებელ კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, ” ლიდერი XXI” ამ ეტაპზე აწარმოებს 35 დასახელების ნაყინს, მათ შორისაა: ”ბამბინი,” ”სიახლე,” ”პლომბირი,” ”ოჯახის ნაყინი” , ”ტირამისუ”, ”ჩვენი სიახლე”, ”ნაყინი პანდა”, პლომბირი ვაფლით და სხვა.