LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიური მხარე, გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ცხედრის გადმოსვენებაზე თანახმაა – საგარეო უწყება

85
konstantinidi

გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე ლიბიურმა მხარემ თანხმობა გასცა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის ვარაუდით, ცხედრის გადმოსვენების პროცედურა სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

„სამინისტრო ამ საკითხზე ინფორმაციის მიღების დღიდან ძალიან ინტენსიურად მუშაობს. გვქონდა მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ლიბიურ მხარესთან, ასევე ოჯახის წევრებთან და გემთმფლობელ კომპანიასთან, რომლის ადვოკატიც დღესაც იმყოფება ლიბიაში. თავად ლიბიის ქალაქ მისრატას პროკურატურამ უკვე გასცა თანხმობა, ცხედრის გადმოცემაზე, უბრალოდ ეს უნდა დაადასტუროს შესაბამისი აქტით, რომელიც ხვალ გადმოიცემა, რის შემდეგაც უკცე დაიწყება გადმოსვენების პროცედურები. ამისთვის ჩვენ მზად ვართ. ვავარაუდობთ, რომ მიმდინარე კვირაში გადმოსვენების პროცედურა დასრულდება,“ – განაცხადა კონსტანტინიდიმ.

პროცედურები იმის დასადგენად, თუ რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, გადმოსვენების შემდეგაც გაგრძელდება. 23 წლის დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები