LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაიძირვის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა

90

100-მდე ადამიანი დაიღუპა ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავის ჩაიძირვის შედეგად. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამის შესახებ The Telegraph-ი.

სპეცოპერაციისას მაშველებმა მხოლოდ 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. ინციდენტი ევროკავშირში მიგრანტების თემაზე კომპრომისული შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე საათში მოხდა.

პარალელურად ლიბიის სანაპირო დაცვამ ქვეყანაში მიგრანტების კიდევ ერთი გემი დააბრუნა უკან. ბორტზე 345 ადამიანი იყო.

ბრიუსელში გუშინ დასრულდა ევროკავშირის ორდღიანი სამიტი, სადაც ლიდერები შეთანხმდნენ, რომ საზღვრების კონტროლი გაძლიერდება. პარალელურად თურქეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებისთვის დაფინანსების გაზრდაა დაგეგმილი.

ევროკავშირში მიგრაციის თემაზე არაერთხელ გააკრიტიკეს გერმანიის კანცლერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები