რამდენიმე საათის წინ ლიბიაში ერთმანეთთან დაპირისპირებულმა მხარეებმა მნიშვნელოვან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ქვეყნის მეომარი მხარეები ხელს აწერენ ხელშეკრულებას “მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“.
ინფორმაციას გავლენიანი მედიასაშუალება Al Jazeera ავრცელებს.
ჟენევაში მიმდინარე შეთანხმების პროცესს კი პირდაპირ ეთერში გადასცემდა გაეროს მისია ლიბიაში (UNSMIL).
2011 წელს დიქტატორ მუამარ კადაფის დამხობის შემდეგ არეულობები არ წყდება. 2014 წელს კონფლიქტი კადაფის მომხრეებსა და ახალ ხელისუფლებას შორის სამოქალაქო ომში გადაიზარდა.