LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის ოჯახი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

razmadzedavit

ოჯახის წევრები ლიბიაში გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში დროულ გადმოსვენებას ითხოვენ, – ამის შესახებ მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს.

დავით რაზმაძის ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა ორჯერ ჩაუტარდა, თუმცა შედეგები მათთვის უცნობია.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები საქართველოს მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდებენ, რათა ცხედრის საქართველოში დროულად გადმოსვენება მოხდეს. გარდაცვლილი დავით რაზმაძის ოჯახი ცხედრის ექსპერტიზის ჩატარებას გადმოსვენების შემდეგ საქართველოშიც გეგმავს. ოჯახი ვარაუდობს, რომ დავით რაზმაძე მოკლეს.

ლიბიაში, შორეულ ნაოსნობაში დაახლოებით სამი კვირის წინ ქართველი მეზღვაური სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები