LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები ,,ევექსი ჰოსპიტლებში“ განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ

2005
_TBG1389

სს ლიბერთი ბანკსა და სს ,,ევექსი ჰოსპიტლები“ –  ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.

ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები – კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს.

ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%- იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე  (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია).

„ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს, პაციენტებს შეუქმნას მათზე მორგებული პირობები. ამ შემთხვევაში, ლიბერთისთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას  სოციალური ბარათის მფლობელებისათვის სასურველ სერვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ამისათვის, ჩვენს ჰოსპიტალში შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ამჯერად, შეგვიძლია როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ასევე სოციალური ბარათის სხვა მფლობელებისთვის ზრუნვაში გავერთიანდეთ,“ – აცხადებს მამუკა იმედაშვილი, ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი.

„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია.  მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ,,ევექსი ჰოსპიტლებთან“ წარმატებულ თანამშრომლობას და დღეიდან ვიწყებთ ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალთან ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო სერვისები  და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მომხმარებლებისთვის,“ – ამბობს ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები