LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთის და მერსი ქორფსის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) გრძელდება

616
ლიბერთი

დღეს, 29 სექტემბერს, ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელი ახალგაზრდები RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგ კვირეულს (BET / Business Excellence Training) დაასრულებენ.

კურსდამთავრებულთათვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიას სამთავრობო უწყებებიდან ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

ლიბერთის და მერსი ქორფსის ერთობლივი  პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდა, დამწყებ და მოქმედ მეწარმეებს  განივითარონ სამეწარმეო უნარები, ასევე, შექმნან  ახალი ან გააფართოონ არსებული ახალგაზრდული საწარმოები. აღნიშნული პროექტი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ შესაბამისი ცოდნა, მოიპოვონ დაფინანსება და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი.

პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და რვაასამდე ახალგაზრდამ არსებული ახალგაზრდული საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით შესაბამისი ცოდნა მიიღო.  პირველ ეტაპზე 33 გამარჯვებული დაჯილდოვდა.

RDYE პროექტის ფარგლებში ჩატარებული საბაზისო მეწარმეობის ტრენინგების მეორე ციკლის განმავლობაში სამიზნე მუნიციპალიტეტებში 71 ტრენინგში სულ 852 ახალგაზრდა მონაწილეობდა. 75 საუკეთესო ბიზნეს იდეის ავტორებს უფლება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ პროექტის შემდეგ ეტაპზე, ბიზნესის  შვიდდღიან ინტენსიურ ტრენინგებში (BET).

ამჯერად,  2023 წლის 23-30 სექტემბერს, ინტენსიური ბიზნეს გადამზადების  მორიგი ტრენინგ კვირეული (BET / Business Excellence Training) ჩატარდა. აღნიშნულ ტრენინგზე  17 მუნიციპალიტეტის, კერძოდ  ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრები 75 ახალგაზრდა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) 3.5 წლიანი პროექტია, რომელსაც მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით ახორციელებს.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები განივითარონ, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

პროექტი განხორციელდება 42 თვის განმავლობაში (2021 წლის დეკემბერი – 2025 წლის მაისი) საქართველოს ოთხი რეგიონის მასშტაბით 18 მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქვემო ქართლი  – რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა; სამცხე-ჯავახეთი – ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა; შიდა ქართლი – გორი, ქარელი, კასპი; მცხეთა-მთიანეთი – მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ:

www.facebook.com/RDYE.Project

www.instagram.com/rdye_project

www.rdye.mercycorps.ge

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები